ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნები დაიხურა
FaceBook
ქუთაისში თვითმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
ქუთაისში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. 

ქალაქში ხმის მიცემი პროცედურა მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა. 17:00 საათი მონაცემით საოლქო საარჩევნო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აცხადებენენ, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვას.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატრდა.

ქუთაისის მერობის ხუთი კანდიდატი იბრძვის. თუმცა, მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.



Print