ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის #122-ე უბანზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დილიდან დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

#122-ე უბანზე ერთმანეთს ამომრჩეველი და "ქართული ოცნების" კოორდინატორი დაუპირისპირდნენ. ამომრჩევლის თქმით, კოორდინატორმა, რომელიც უბნის შესასვლელში იჯდა, დეიდამისს პირადობა გამოართვა და მისი მონაცემები ჩაიწერა. ამომრჩეველმა მომხდარი გააპროტესტა, თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ კოორდინატორს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. 

"ქართული ოცნების" კოორდინატორი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა, მედიასთან არ გამოჩენილა. 


დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
Print