ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
FaceBook
ნიკეას ქუჩაზე ბორდიულები, გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და გარე განათების ბოძები მოეწყობა.
ქუთაისში ნიკეას ქუჩის კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ნიკეას ქუჩიდან, ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ბორდიულები, გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და გარე განათების ბოძები მოეწყობა,

ასევე მოხდება სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 7 მილიონ 550 ათასი ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუსაოებს შპს "საქმილსადენმშენი" ასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
Print