ახალი ამბები
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის 124- ე საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
FaceBook
ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის #124-ე საარჩევნო უბანზე.
"სტარატეტია აღმაშენებლის" დამკვირებლები ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმი წინასწარ არის შევსებული.

"სამი საათისთვი აქ შემაჯამებელი ოქმი იყო გამზადებული ხელმოსაწერად. მერის მაჟორიტარის და პროპორციული ციფრები არ იყო შეტანილი, ბოლოს ჩაწერენ ციფრებს და ვსო, ეგ იქნება მათი შედეგება", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლი  ვეფხია მიქაუტაძე. 



59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოქმებში  ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე შეუძლებელია რაიმე მონაცემების შეტანა. 


ქუთაისის საარჩევბო უბნებში დანაშაულებრივ დარღვევაზე მიუთითებენ "ნაციონალიური მოძრობის" წარმომადგნლებიც, რომლეთა განცხადებით, ზოგიერთ უბანში ფულს  და  პროდუქტებს არიგებენ.

დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

ქუთაისში მერობის ხუთი კანდიდატი იბრძვის.
Print