ახალი ამბები
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 44 452 ადამიანმა გააკეთა
FaceBook
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი  44 452 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,89 % მივიდა.

კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, წელს აქტივობა უფრო მაღალია, რადგან 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, 15 საათამდე არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 23,5 იყო მისული.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოლქში ამ დროისტვის  15 საჩივარია შესული, რომლებიც  პროცედურულ დარღვევებს ეხება.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
Print