ახალი ამბები
დარღვევები ქუთაისის საარჩევნო უბნებზე (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ოპოზიცია ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფოტომასალას ავრცელებს.

ფოტოები სამ უბანზეა გადაღებული, სადაც ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, ჩანს ფულის დარიგების მომენტი. ოპოზიციის დამკვირვებლებმა, ასევე გადაიღეს #124-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც წინასწარაა ხელმოწერილი. იმავე უბანთან დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, პროცესს ზედამხედველობს.

ოპოზიციამ, ასევე გამოაქვეყნა კადრები #123-ე უბნიდან, სადაც მათი მტკიცებით, ფულის დარიგების კადრებია ასახული.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
Print