ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 821 358 ადამიანი
FaceBook
2 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 808 520 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 987 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%.

სრულად ვაქცინირებულია 821 358 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8 %.

1 ოქტომბერს აიცრა 8 326 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print