ახალი ამბები
"123-ე უბანზე ფულს არიგებენ" - ქუთაისის მერობის კანდიდატი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს.
მერობის კანდიდატმა შტაბში ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, 123-ე საარჩევნო უბანზე ფულის დარიგების კადრებია ასახული. 



ხატია დეკანოიძე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს,
წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიაში მისვლას გეგმავს.

"ის, რაც მოხდა 123-ე უბანზე, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ გვაქვს კადრები, როგორ აძლევენ ფულს ამომრჩევლებს.მოვუწოდებ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე თავად მივალ კომისიაში",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


მისი თქმით, ამ დროისთვის უბნებზე მათმა დამკვირვებლებმა 30 საჩივარი დაწერეს.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.


ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე.

,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
Print