ახალი ამბები
რიგები ქუთაისის საარჩევნო უბნებთან (ფოტო)
FaceBook
დილიდან აქტიურობაა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე. ზოგ შემთხვევაში ამომრჩევლებს რიგში დგომა უწევთ.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის არჩევანი 11 390 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,4%-ია. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მონაცემი 5,8 % იყო.


ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
Print
თეგები: #არჩევნები 2021