ახალი ამბები
აშშ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
FaceBook
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება და იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით.

"ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."

მიხეილ სააკაშვილი, გუშინ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.


წყარო: ამერიკის ხმა
Print