ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს 52 სართაშორისო ორგანიზაცია აკვირდება
FaceBook
საქართველოში თვითმართველობის არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.
სამკვირვებლებს  შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები.

ყველაზე მეტი დამკვირვებელი ეუთოს [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი OSCE/ODIHR] ჰყავს.

არჩევნებს ეუთოს 516 დამკვირვებელი აკვირდება.

საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლით მეორე ადგილზეა აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დღეს არჩევნებზე საელჩოს 113 დამკვირვებელია რეგისტრირებული.

61 დამკვირვებელი ჰყავს  „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებას“ [ISHR].

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დღეს არჩევნებს 88 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აკვირდება.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე
Print