ახალი ამბები
ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებად რუსთავის ციხეში შევიდა
FaceBook
რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მას მოინახულებს და მისი, როგორც დაკავებულის პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება.

„ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის პირველადი, სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აქ იმყოფება.

მე მასთან არ მექნება პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, მოვუსმენ.

ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მქონია და როგორც წესი შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვიკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მოხდება გამონაკლისი", - აღნიშნა ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი  ცოტა ხნის  წინ დააკავეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.

10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება. თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამავე თემაზე:




Print