ახალი ამბები
ქუთაისის მერია ინტერნეტ მომსახურებისთვის 30 000 ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ადგილობრივმა თვითმმართველობამ  ინტერენტემომსახურებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 26 ნოემბრს გამოაცხადა.


ქუთაისის მერია ერთწლიანი ინტერენტემომსახურებისთვის 30 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულზე ტენდერი მიმდინარე წლის 26 ნოემბრს გამოაცხადა, სადაც დაინტერსებული მხარეების მიერ წინადადების მიღება 7 დეკემბრიდან დაიწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის ინტერნეტმომსახურება განახორციელოს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Print