ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში სწავლა ხუთ ოქტომბერს განახლდება
FaceBook
ხუთი ოქტომბრიდან ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი იწყება.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით,  დაწესებულებებში დაცული იქნება კოვიდრეგულაციები, რათა აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო გარემო იყოს.

წელს, საჯარო ბაღებში 7 643 აღსაზრდელია.

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ნობათის დარიგება 28 სექტემბერს დაიწყო.

ოჯახებს სულ 9 სახის პროდუქტი გადაეცემა.

აღსაზრდელებისთვის დასარიგებელ ერთ ნობათში შედის:

1 კგ. ფქვილი, 1 კგ ბრინჯი, 1კგ. შაქარი, 1კგ ბურღული, ათი ცალი კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, ორცხობილა, მაწონი, კარაქი.

ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.

Print