ახალი ამბები
ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს მასპინძლობს
FaceBook
ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიური საკონსულტაციო ფორუმი მიმდინარეობს.


ფორუმში 48 ქვეყნის 500-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ღონისძიების თემატიკაა "მდგრადი კულტურული მარშრუტები, კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ".

ქუთაისი აღნიშნული ფორუმის მასპინძელია.

საქართველო ამჟამად ევროპის საბჭოს ხუთი სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის მონაწილეა: - ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი; - ღვინის გზა ; - პრეისტორიული კლდის მხატვრობა; - ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი; - ისტორიული ბაღების ევროპული გზა.

პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ ფორმატში იმართება.



იგი 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება არაერთი  მოხსენება, პრეზენტაცია, კვლევა.

გაიმართება დისკუსიები და შეფასდება ფორუმის მუშაობა. 

ფორუმი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სამდივნოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და  ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.
Print