ახალი ამბები
საქსტატის მონაცემებით აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა
FaceBook
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.
ეკონომიურ ზრდის შესახებ კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.





საქსტატის თქმით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი 26%-ით, ხოლო იმპორტი 20,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22,3%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 13,2%-ით, 3 602-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 31,2%-ით 9,3 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაცია 12,8%-იყო.  საქსტატის კვლევის მიხედვით ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
Print