ახალი ამბები
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს შვიდი ევროპარლამენტარი დააკვირდება
FaceBook
2 ოქტომბერს,  ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია დააკვირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დელეგაციაში იქნებიან
:

მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) -  დელეგაციის თავმჯდომარე

მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)

მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)

კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)

მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)

ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)

ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)

ევროპარლამენტის ცნობით, ევროპარლამენტარები საქართველოში ოფიციალური პროგრამის ფარგლებში შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print