ახალი ამბები
კორონავირუსის 30 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 266 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 613 012 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 585 071 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 946 ადამიანი.

29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.65%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 583 ადამიანი.
Print