ახალი ამბები
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება
FaceBook
პანდემიის გამო, შეზღუდვებით ჩატარდება პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა.


გადაწყვეტილება ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ზამთრის ოლიმპიადაზე მხოლოდ ადგილობრივ გულშემატკივრებს დაუშვებენ.

შეზღუდვები იმოქმედებს ოლიმპიადის მონაწილე არავაქცინირებული პირებისთვის. კარანტინისგან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები გათავისუფლდებიან, აუცრელ მონაწილეებს 21-დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ.

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.
Print