ახალი ამბები
ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა პოლიტიკური განცხადებების ფონზე გაიმართა
FaceBook
დღეს, ქუთაისის  მეექვსე მოწვევის  საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.
რიგით 46 - ე სხდომას  არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია.  სხდომაზე  საკრებულოს უმრავლეობის არც ის წევრები იყვნენ, რომლებიც "ოცნების"  ახალ სიაში ვერ მოხვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ კოლეგებს ოთხწლიანი "ნაყოფიერი" მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შენგელიას არც ის პოლიტიკური განცხადებები და საარჩევნო  მოწოდებები დავიაწყნია, რომლითაც  მოქალაქეებს არჩევენებში მმართველი გუნდის მხადარჭერისკენ მიუთითებდა.

"ხელისუფლებას აქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და როგორ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ერთი რამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში მიმდინარე საარჩევნო პროცესი ნათლად ასახავს იმ მოცემულობას, რაც საზოგადოების დაკვეთაა. ასევე, მოქალაქეებს აქვთ უკუკავშირის შესაძლებლობა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებში გამოიხატება", - განაცხდა საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე.

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ (2017 წლიდან დღემდე)  37 სხდომა გამართა, აქედან 10 რიგგარეშე იყო.

ამ ხნის განმავლობაში  საკრებულომ 134 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 110 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ქუთაისის მერია იყო, 23-ის - საკრებულო, 1-ის კი - გენდერული თანასწორობის საბჭო.

საკრებულოში სახელფასო ანაზღაურების სახით გაიცა 1 853 759 ლარი. სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 202,446 ლარი მიიღეს; ქუთაისის საკრებულომ 115,653 ლიტრი საწვავი გახარჯა.  საკრებულოს თანამშრომელბის ქვეყნის შიდა  და  გარე მივლინებებზე ჯამში 48,906 ლარი  დაიხარჯა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოტომბერს გაიმართება.

Print