ახალი ამბები
არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენლებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ
FaceBook
2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დღეს, მედიის წარმომადგენლები კოვიდ 19-ზე სწრაფ ტესტირებას გაივლიან.

ტესტირება, ასევე ჩაუტარდებათ საარჩევნო სუბიექტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს. გარდა ამისა, ტესტირება იგეგმება ე.წ.ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

პროცესი
2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00-მდე გაგრძელდება.

ტესტირებას ცესკო  ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩაატარებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.
Print