ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 796 469 ადამიანი
FaceBook
29 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა.
სულ მცირე,  1 დოზით ვაქცინირებულია 978 640 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%.

სრულად ვაქცინირებულია 796 129 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %.

28 სექტემბერს აიცრა 12 469 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print