ახალი ამბები
პირბადე და დისტანცია - ოთხი ოქტომბრიდან სწავლა დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება
FaceBook
ოთხ ოქტომბერს  საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება, თუმცა,  მოსწავლეებს, ასაკის მიუხედავად, პირბადის ტარება მოუწევ.

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები პროცესის აუდიტორიებში გაგრძელების გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. განათლების სამინისტრო 
მოსწავლეების მშობლებსაც აძლევს საშუალებას თავად
აირჩიონ  რა მეთოდით ისწავლის მათი შვილი - დისტანციურად, თუ დასწრებულ ფორმატში.


"ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, 4 ოქტომბერს უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით", - განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

2019 წლიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რამდენჯერმე გადავიდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებს სრულყოფილად თითქმის არ უსწავლიათ.

ონლაინ რეჟიმი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2020-2021 წლის სასწავლო წელი ისე დაასრულეს, რომ მათი ნაწილი პედაგოგს არც შეხვედრია.
Print