ახალი ამბები
კორონავირუსის 29 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2010 პირი.


კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 611 269 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 582 805 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 917 ადამიანი.

28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929  შემთხვევიდან:თბილისი - 659,აჭარა -96,იმერეთი -363, ქვემო ქართლი- 147,შიდა ქართლი - 90,გურია -56,სამეგრელო-ზემო სვანეთი -155,კახეთი - 286,მცხეთა-მთიანეთი -37,სამცხე-ჯავახეთი -33,რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი.

6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.
Print