ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233 მილიონს გადააჭარბა
FaceBook
მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 233 მილიონს გადააჭარბა.


მონაცემებს ამის შესახებ პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.3 მილიონი აქტიური შემთხვევაა. ვირუსს ჯამში 4.77 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 210 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 44 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.7 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
Print