ახალი ამბები
იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი გზა პრემიერ-მინისტრმა გახსნა
FaceBook
საჩხერის ონთან დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია


ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი 51.5 კმ-იანი საავტომობილო გზა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 სთ-ით მცირდება, ახალი გზით მგზავრობას 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი დასჭირდება.

ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს - იმერეთსა და რაჭას, გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

გზის მშენებლობის პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 111 მილიონ ლარად განახორციელა. მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული
Print