ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი თავის 161-ე სეზონს იწყებს.
Ახალი სეზონი 5 ოქტომბერს სპექტაკლით "კუ+კოკინა" გაიხსნება.

ეჟენი იონესკოს პიესის დადგმა ლევან სვანაძესა და კოტე აბაშიძეს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ Ამავე Სპექტაკლის პრემიერით დაიხურა160-ე სეზონი.

Მაყურებელს "კუ+კოკინას" მთავარ Როლებში მარიკა სამანიშვილისა და თენგიზ ჯავახაძის ნახვა შეეძლებათ.

ბილეთები პირველი ოქტომბრიდან თეატრის სალაროებში გაიყიდება.

Სპექტაკლის დასაწყისი 19 საათზე.

ქუთაისელ პუბლიკას ოქტომბრის ბოლოს პრემიერაც ელოდება, უილიამ შექსპირის "მაკბეტის" სახით. კოტე აბაშიძისეული დადგმის პრემიერა 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამათ გარდა,  ოქტომბერში რეპერტუარით გათვალისწინებული ოთხი სპექტაკლის ნახვა შეეძლება მაყურებელს - "ჭკუისა მჭირს", "სიმართლე", "სიყვარულის ქრესტომათია" და "DUPLEთ"-ი.
Print