ახალი ამბები
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია
FaceBook
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე  მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეროვნულ ფედერაციას ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ (WAF) მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით,  დისკვალიფიკაციის მიზეზი საქართველოს მიერ მსოფლიო მკლავჭიდის ჩემპიონატისა და პარამკლავჭიდის ჩემპიონატების ჩატარებაზე უარის თქმა გახდა, რამაც ორგანიზაციას მნიშვნელოვანი საიმიჯო და ფინანსური ზარალი მოუტანა.

,,საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მლავჭიდის ეროვნულ ფედერაცია დისკვალიფიცირდა WAF-ის ნებისმიერი მსხვილი შეჯიბრიდან (ევროპის თუ მსოფლიოს მასშტაბით) ან ორგანიზაციის წევრების მიერ ორგანიზებული სხვა საერთაშორისო ტურნირებიდან. საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას მოუწევს ფინანსური ჯარიმების გადახდაც, რათა დისკვალიფიკაცია გაუქმდეს. WAF-ის აღმასრულებელმა საბჭომ ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო - 2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის & პარამკლავჭიდის ჩემპიონატების ვერ ჩატარების, WAF-ის ხელმძღვანელობის და მისი წევრების შეცდომაში შეყვანის გამო, რამაც ორგანიზაციას უდიდესი ფინანსური და საიმიჯო ზარალი მიაყენა'',- აღნიშნულია განცხადებაში.

დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებზე რეგისტრაციასაც ვერ გაივლიან.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია და ქართველი ათლეტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებ WAF– ის წევრების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, ევროპისა თუ მსოფლიო დონეზე დაგეგმილ ჩემპიონატებში.

თავდაპირველი გეგმით, ჩემპიონატი ბათუმში, მიმდინარე წლის 21-27 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
Print