ახალი ამბები
საქართველოში სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა
FaceBook
28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.

სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.5%.

27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print