ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის ნობათის დარიგება დღეს დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ნობათის დარიგება დღეიდან დაიწყო.
ბაგა - ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ მოზარდების ოჯახებს  სულ 9 სახის პროდუქტი გადაეცემა.

აღსაზრდელებისთვის დასარიგებელ ერთ ნობათში შედის:

1 კგ. ფქვილი, 1 კგ ბრინჯი, 1კგ. შაქარი, 1კგ ბურღული, ათი ცალი კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, ორცხობილა, მაწონი, კარაქი.

ქალაქში სულ 37 სახელმწიფო ბაღია. წელს, საჯარო ბაღებში 7 643 აღსაზრდელია.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, უნივერსიტეტებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 4 ოქტომბერს სწავლა სასწავლო დაწესებულებებში განახლდება.
Print