ახალი ამბები
"გმირები დავიწყებული არ არიან" - ფოტოგამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე აფხაზეთის ომში დაღუპული  გმირების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

ორგანიზატორების თქმით, ეს კიდევ ერთხელ შეხსენება იყო იმისა, რომ გმირები დავიწყებული არ არიან.

,,ეს ფოტომასალა ბატონ ჯემალ სიღინაძეს ჰქონდა შენახული და გადავწყვიტეთ, გმირების არსებობა შეგვეხსენებინა. ამ ბიჭებმა 13 თვე და 13 დღე იომეს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს თავიანთი გმირობა. დღევანდელი გამოფენა არის შეხსენება იმისა, რომ ქართული საზოგადოებისა და ქუთაისელებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე გმირები დავიწყებული არ არიან", - განაცხადა გოდერძი კვინიკაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა.


ავტორი: ეკა კვიცარიძე
Print
თეგები: #ომი #სოხუმი