ახალი ამბები
ქუთაისის ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა დამონტაჟდა
FaceBook
ქუთაისში,  მუნიციპალურ ავტობუსებში სალარო აპარატები დაამონტაჟეს.
აპარატები ე.წ.  ვალიდატორების ალტერნატივას წარმოადგენენ.  მათი საშუალებით, მგზავრები,  გარდა ბარათისა, თანხის გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებითაც შეძლებენ. 

,,არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მძღოლთან კონტაქტის მინიმუმამდე დასაყვანად, დროულად იქნა აღჭურვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სალარო აპარატებით'
',- აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ 50-იანი, 20 და 10 თეთრიანი მონეტებით.



სალარო აპარატის ჩეკი

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი მუშაობს.
Print