ახალი ამბები
კორონავირუსის 27 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 27 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 383 პირი

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 607 155 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 578 881 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 844 ადამიანი.

26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.01%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 944 ადამიანი.
Print
თეგები: #სტატისტიკა