ახალი ამბები
28 სექტემბერს ქართულ მუზეუმებში სტუმრობა ყველასთვის უფასო იქნება
FaceBook
28 სექტემბერს მუზეუმებში ნებისმიერ მსურველისთვის სტუმრობა უფასო იქნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო.

27 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ეს თარიღი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დაამკვიდრა და 1980 წლიდან დღემდე ათეულობით ქვეყანაში იმართება, რათა თითოეულ რეგიონში ტურისტული პოტენციალი განვითარდეს და სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას შეეწყოს ხელი.

სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ერთი დღით — 28 სექტემბერს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სახელმწიფო მუზეუმების დათვალიერება უფასოდ შესძლებოდათ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.
Print
თეგები: #ნაკრძალები