ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ორშაბათს 27 სექტემბერს მოსალოდნელია ნელი სიო, ჰაერის ტემპერატურა 18-20 0 იქნება.

28-29 სექტემბერს ქარის სიჩაქარე მოიმატებს, ხოლო ტემპერატურა დაიკლებს. 29 სექტემბერს, საღამოს შესაძლოა გაწვიმდეს.

30 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 0 იქნება.

კვირის ბოლოს, სინოპტიკოსების თქმით, იქროლებს აღმოსავლეთით მქროლავი ქარი 10,4 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა 18-20 0 იქნება.
Print
თეგები: #ამინდი