ახალი ამბები
ქუთაისში ავტოავარიას რვა თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 8 თვის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს.

მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
Print
თეგები: #ავტოავარია