ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ როიალში 164 580 ლარი გადაიხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, პერსონალური ნახევრად საკონცერტო როიალის (Yamaha C7 X PE) შეძენაში 164 580  ლარი გადაიხადა. 

პერსონალური როიალი ქუთაისის ოპერის თეატრში უკვე განათავსეს

ხსენებული როიალის შეძენისთვის 167 880 ლარიანი ტენდერი ქუთაისის მერიამ 12 აგვისტოს გამოაცხადა და ის შპს ,,აი ემ ტი სი მიუზიკ''-მა მოიგო.

ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრისთვის როიალი ბოლოს 30 წლის წინ შეიძინეს.

მას შემდეგ ქალაქის კულტურული წრეები როიალის შესყიდვის საკითხს წლების განმავლობაში თხოვდნენ თვითმმართველობისგან, რადგან 
Როიალის უქონლობა აფერხებდა პროფესიონალი შემსრულებელების მოწვევას, ასევე შემაფერხებელი იყო ადგილობრივი შემსრულებლების პროფესიული განვითარებისთვის.
Print