ახალი ამბები
ერთწუთიანი ინგლისურის გაკვეთილები - ტელესკოლის ახალი პროექტი
FaceBook
საგანმანათლებლო პროექტ "ტელესკოლას" ერთწუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება.

საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ერთწუთიანი გაკვეთილების მომზადების პროცესი უკვე დაიწყო, საბოლოო კი 700-მდე ეპიზოდი გამოვა, რომელიც მოიცავს გრამატიკულ, სალაპარაკო, გამოთქმისა და ფრაზეოლოგიის კომპონენტებს.

"გაკვეთილების მომზადებაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. მასალა დაფუძნებულია Macmillan Education- ის სახელძღვანელოებზე, რომელიც დამუშავდა და ადაპტირდა სპეციალურად "ტელესკოლისთვის"

პირველი არხი-ტელესკოლა ფარგლებში, გარდა ერთწუთიანი გაკვეთილებისა, პროექტი "ინგლისური ყველასთვის" მზადდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და English Book Education-თან ერთად, რომელიც სრულფასოვან ენის კურსს წარმოადგენს.

საგანმანათლებლო გადაცემა "ტელესკოლა" უკვე წელიწადზე მეტია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის.

"ტელესკოლას" მიზანი დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების დახმარებაა. გარდა ტელეეთერისა, გადაცემის ეპიზოდების ნახვა შესაძლებელია ყოუტუბე-ის ოფიციალურ ანგარიშზეც.


Print