ახალი ამბები
თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობა შეეძლებათ – ცესკო
FaceBook
სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის ამომრჩევლებმა 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან, 22 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრის ნომერზე – 2 51 00 51 (შიდა ნომერი 0).

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 სექტემბრისთვის, კორონავირუსის შეზღუდვების გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში 19 039 ადამიანი იმყოფება.

თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print