ახალი ამბები
სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი 40.8%-ით შემცირდა
FaceBook
2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო" ავრცელებს.

უწყების ცნობით,2021 წლის იანვარ-აგვსიტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 555 მეტ, 1 301 ავტომობილს აეკრძალა.

2021 წელს , განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე უვარგისად 67 900 ავტომობილი ჩაითვალა, ვარგისად 4 731, გზაზე გადაადგილება კი 94 ავტომობილს აეკრძალა.
Print