ახალი ამბები
ქუთაისში, სამხარეო პოლიციასთან სუპერმარკეტი გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ "დეილის" ფილიალი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან  წაღებულია პროდუქტი.

შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას  მოხდა.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტი, რომელიც გაქურდეს სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით მიმდინარეობს .
Print
თეგები: #ქურდობა