ახალი ამბები
კორონავირუსის 24 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 38 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 910 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 603 763 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 572 353  პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 749 ადამიანი.

24  სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,61%, ბოლო 7 დღის — 6,46%, ხოლო 14 დღის — 6,85%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698  შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.
Print