ახალი ამბები
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 242 პირი დასაქმდა
FaceBook
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 23 სექტემბრამდე სულ 242 პირი დასაქმდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განმარტებით, ამ დროისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე შეთანხმება მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არის გაფორმებული, ის დროში შეზღუდული არ არის და გაგრძელდება შემდეგ წლებშიც.

"არსებულ შეთანხმებათა იმპლემენტაცია მიმდინარეობს შეუფერხებლად და გაგრძელდება სამომავლოდაც. ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება. მაგალითისათვის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების ფარგლებში უკვე გამოიკვეთა ისეთი დამსაქმებლები, სადაც საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარე კმაყოფილია.

უწყების განმარტებით, მთავარი მიზანი ამ პროცესისა არის ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

თავდაპირველად, საქართველოს მოქალაქეთათვის სამუშაო კვოტა 500 დასაქმებულით იყო განსაზღვრული, რომელიც მოგვიანებით 5 000-მდე გაიზარდა.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება კიდევ ორ ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს გაფორმებული.

Print