ახალი ამბები
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობი 25,9% არის სრულად ვაქცინირებული
FaceBook
23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%.

სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.

22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი.

სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print