ახალი ამბები
"ქუთაისს ჭირდება სარეკლამო კლიპი"- რეკომენდაციები ქუთაისის მერიას
FaceBook
ქუთაისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის და "ქრისტაინ-დემოკრატიული" მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება, ქალაქისთვის "სახელოვანი" ადგილის დამკვიდრება, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგება, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდის დამონტაჟება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელშიც მერიას რეკომენდაციას აძლევენ.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განმარტებით, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს ქუთაისის პიარზე და საიმიჯო კლიპებზე.

"უნდა დასრულდეს ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურები, რესტორნებისა და სასტუმროების ბუმი. სხვა რამე არის მოსაფიქრებელი,  რომლითაც უცხოელ ტურისტებს და არა მხოლოდ მათ  დააინტერესებ ქუთაისით. ამას კი, ცხადია სპეცილისტები მოიფიქრებენ", - ამბობს გოგი წულია.

ქუთაისის მერიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტი ორი კვირის წინ წარუდგინდა, თუმცა გასულ კვირას საკრებულოსთვის წარდგენილი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკან გაითხოვა.
Print