ახალი ამბები
მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს
FaceBook
მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ი  ცნობით,
დღეში 31.5 მილიონი ადამიანი იცრება.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 39.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა.

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 833 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 557 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 387 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 63.9% აიცრა, აშშ-ში 54.9%, ჩინეთში კი - 73%.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება
Print
თეგები: #ვაქცინა