ახალი ამბები
კორონავირუსის 23 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 47 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 024 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 602 065 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 570 443 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 711 ადამიანი.

22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 056 ადამიანი.
Print
თეგები: #სტატისტიკა