ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
FaceBook
ნამახვნჰესის მშენებელი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაცია Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიის - ENKA İNŞAAT-მა  სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა .

განცხადების მიხედვით, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები სახელდება.

ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ წყვეტს ნამახვანჰესის აშენებასთან, განვითარებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ამის მიზეზად ასახელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორს-მაჟორს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებდა. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.

ადგილობრივების პროტესტი 329 დღეა უწყვეტად გრძელდება.


მათი მოთხოვნაა:

გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.


Print