ახალი ამბები
ცესკო საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლას განიხილავს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, განიხილება კონსტრუქციის შეცვლა, რათა მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი, ამით ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული იქნება.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება შეამცირებს მანკიერ პრაქტიკას, არჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანასა და შემოტანას.

"აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან.მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ., რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა" - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print
თეგები: #ცესკო