ახალი ამბები
ქუთაისში დღეს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა იხსნება
FaceBook
დღეს "სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 2015-2016 "" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ქუთაისის #11 სპორტსკოლის ბაზაზე გაიხსნება. შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის 15:00 საათზე გაიმართება.

სასკოლო ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში გაიმართება: მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი,მაგიდის ჩოგბურთი, გეზმბრბენი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები.

ქალაქის გამარჯვებულები რეგიონის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო რეგიონის გამარჯვებულები საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

გათამაშებაში სულ ქალაქის 40 სკოლის 1500-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
Print